ჩვენ შესახებ

Mustang Jeans-ის კომპანია ამ სახელით ოფიციალურად 1958 წელს გაფორმდა და ამიერიდან გერმანიაში დაიწყეს ხარისხიანი ჯინსების წარმოება, რომელიც არ ჩამოუვარდება ამერიკულს. ჯინსის გარდა, ბრენდი ასევე აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ქურთუკებს, მაისურებს, კაბებს, საცვლებს, ფეხსაცმელს და ა.შ.

ახლა ის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც დღეში 20000 წყვილ ჯინსს აწარმოებს და აერთიანებს კლასიკურ სტილს ყველაზე ტრენდულ შეთავაზებებთან.

2011 წელს Mustang-მა გამოუშვა True Denim ხაზი, რომელიც ფოკუსირებულია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდებზე.

ეს მოიცავს ორგანული ბამბის გამოყენებას, წყლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებას და ეკოლოგიურად სუფთა შეღებვის პროცესების განხორციელებას.

Mustang Jeans_ის  სახელწოდებაც და ლოგოც მეტყველებს, რომ ბრენდის იდეა არის თავისუფლება თანამედროვე რეალობაში და მისწრაფება აუთენტურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის სამოსი იქმნება თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, ეს ტენდენციები არასდროს იკავებენ ცენტრალურ ადგილს შემოქმედებით პროცესში.

Scroll to Top